BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

15 სექტემბერი, 2021 - 14:54

6 თვეში 3 982 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა.

15 სექტემბერი, 2021 - 14:12

16 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

დედაქალაქს 16 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება.

15 სექტემბერი, 2021 - 13:08

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ბიზნესი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინშია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს

15 სექტემბერი, 2021 - 12:25

საშუალო თვიური ხელფასი 177.9 ლარით გაიზარდა

2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა. 

15 სექტემბერი, 2021 - 12:20

საფრანგეთში სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისთვის დღეიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

საფრანგეთში დღეიდან სამედიცინო სფეროს ათასობით თანამშრომლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უფლებამოსილების შეჩერება და ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

15 სექტემბერი, 2021 - 12:17

„მინდა, სიხარულით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია“ - კახა კალაძე

„მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხთან დაკავშირებით პროექტების შემსრულებელ კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე განაცხადა.

15 სექტემბერი, 2021 - 12:14

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 10%-ის დონეზე შენარჩუნდება. 

15 სექტემბერი, 2021 - 12:09

პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და  გამომცემლობის Vinísfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. 

15 სექტემბერი, 2021 - 00:27

უცხოეთის მოქალაქეებმა ბოლო 2 თვეში 160 მილიონის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში უცხოელმა ინვესტორებმა 160 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გაყიდეს - შედეგად, მათ საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობა 558 მილიონ ლარამდე შემცირდა.
 

14 სექტემბერი, 2021 - 14:42

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია - ნათია თურნავა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველოს მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.