BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

17 სექტემბერი, 2021 - 15:39

კახეთში ყურძნის მოსავლის თითქმის ნახევარი უკვე დაბინავებულია

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

17 სექტემბერი, 2021 - 14:41

თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ შევინარჩუნეთ დღიურად 25 ათასზე, არსებობს რისკი, რომ წლის ბოლოსთვის იმუნური ფენა ვერ შეიქმნება - ივანე ჩხაიძე

„ბავშვების 90%-ში ინფიცირების წყარო არის ოჯახის წევრი, ამიტომ თუ შვილები გვიყვარს, უნდა ავიცრათ, - ეს განცხადება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს გააკეთა.

17 სექტემბერი, 2021 - 14:37

ბიზნესში დაბრუნებას არ ვაპირებ - მაია რჩეულიშვილი

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კომპანია კომპანია "ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა - დაზარალებულ მენაშენეებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ბიზნესში დაბრუნებას არ აპირებს.

17 სექტემბერი, 2021 - 14:32

მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას - ტიკარაძე

მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

17 სექტემბერი, 2021 - 12:42

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან

"ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ეთიშება.
 

17 სექტემბერი, 2021 - 12:15

მაია რჩეულიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

17 სექტემბერი, 2021 - 12:03

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო.

17 სექტემბერი, 2021 - 11:55

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.

17 სექტემბერი, 2021 - 11:51

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში უჩივის

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „Netflix“-ს უჩივის. ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.
 

17 სექტემბერი, 2021 - 11:48

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.