BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

11 მარტი, 2019 - 12:59

ლონდონში, 10 მწარმოებელი კომპანიის ქვევრის ღვინოებს ეცნობიან

10-11 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა „RAW WINE” იმართება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ. 

11 მარტი, 2019 - 12:03

გიორგი ქობულია: „კორეასთან თანამშრომლობით ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით“

„კორეასთან თანამშრომლობით ჩვენ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

11 მარტი, 2019 - 11:32

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიციები საფინანსო სექტორში განხორციელდა

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წელს 52.3% შეადგინა.

11 მარტი, 2019 - 11:29

საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

11 მარტი, 2019 - 11:16

2018 წლის ინვესტორი ქვეყნები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ქვეყნების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი 19.5%-ით, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 16.5%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდი 13.6%-ით იმყოფებიან.

11 მარტი, 2019 - 11:11

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

11 მარტი, 2019 - 10:16

ლევან ახვლედიანი: „SSA Marine ყველა ქვეყანაში აფუძნებს კომპანიას, რომლის მეშვეობითაც მართავს პორტებს“

„SSA Marine ყველა ქვეყანაში აფუძნებს კომპანიას, რომლის მეშვეობითაც მართავს პორტებს“, - ასე უპასუხა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა გუშინ, ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „იმედი Live”-ში რეგიონული განვიარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, SSA Marine-ის ნაცვლად ანაკლიის პორტში SSA International-ია შემოსვლასთან დაკავშირებით.

11 მარტი, 2019 - 10:08

მაია ცქიტიშვილი: „ანაკლიის პორტში SSA Marine-ს ნაცვლად მისი შემადგენელი კომპანია შემოდის“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „იმედი Live”-ში ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა “სამწუხაროდ, დღეს კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს ჩვენთვის არა SSA Marine-ის, არამედ მისი პარალელური კომპანიის, ერთ ჯგუფში შემავალი, პარალელური ორგანიზაციის SSA International-ის შემოსვლა და არა SSA Marine-ის”.

11 მარტი, 2019 - 09:31

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ტოკიოში დამთვალიერებლებს იღებს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში,საგამოფენოცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა  „საქართველო – ღვინის სამშობლო“  გუშინ გაიხსნა, ხოლო 15 მარტს საზეიმო ოფიციალური გახსნა გაიმართება.