BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

15 აპრილი, 2019 - 14:44

რა სამუშაოები განხორციელდება კიკვიძის ბაღში

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო.

15 აპრილი, 2019 - 14:35

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

15 აპრილი, 2019 - 14:09

ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის 33.7 მლნ ლარის ღირებულების გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა

ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის 33.7 მლნ ლარის ღირებულების გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა, - აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

15 აპრილი, 2019 - 13:50

ქართველი ახალგაზრდა ინოვატორები სტაჟირებას იტალიაში გაივლიან

ახალგაზრდა ინოვატორები ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე ინოვაციების სააგენტოსა და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან.

15 აპრილი, 2019 - 12:57

გიორგი ქობულია: „ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

15 აპრილი, 2019 - 12:46

ICAO-ს მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელად საქაერონავიგაციის თანამშრომელი აირჩიეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი -ევგენი თავაძე ICAO- ვროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის  თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს.

15 აპრილი, 2019 - 12:35

საქსტატი: 3 თვეში საგარეო ვაჭრობა 0.1% შემცირდა

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია.

15 აპრილი, 2019 - 12:08

ბიზნესომბუდსმენი, სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებზე საბანკო, რეგულაციების გავლენას კრიტიკულად აფასებს

ირაკლი ლექვინაძემ  მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში   ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

15 აპრილი, 2019 - 11:51

FAO-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

„ქართველი კანდიდატის წარდგენა FAO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით კირვალიძის წარგენისას განაცხადა.

15 აპრილი, 2019 - 11:23

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.