BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს - ეკონომიკის მინისტრი

„ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
 
სახელმწიფო კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ფრონტერას“, ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება გაისტუმროს.
 
"თქვენ იცით, რომ მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადავწყვიტეთ მივცეთ კომპანიას საშუალება, რომ გააგრძელონ მოპოვების სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში. ჩვენ მათთან ვართ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში და ვემზადებით შესახვედრად გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად, მაგრამ ასევე, დიდ პრობლემად რჩება ის 84 ადამიანი, ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც გასული წლის დეკემბერში კომპანიამ გაათავისუფლა და რომელთა მიმართაც ერიცხება დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ ეს ადამიანები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „ნავთობის და გაზის კორპორაცია“ ერთჯერადი სახით დაეხმარება 1200 ლარის ოდენობით. თუმცა ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ „ფრონტერას“ – დაფარონ ეს სახელფასო დავალიანება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
422