BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
 
მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.
 
„წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 7.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 6 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.
 
მისივე განცხადებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლების ტენდენტია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა. ხოლო ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობის გარდა.
 
როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ივნისში 4 309 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება.
305