BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„წელს ყურძნის ფასი 80 თეთრი იქნება და ეს ღირსეული ფასია“ - ლევან დავითაშვილი

ვფიქრობთ, წელს ყურძნის ფასი 80 თეთრი იქნება და ეს ღირსეული ფასია, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, ფასის დადგენამდე ღვინის ეროვნული სააგენტო მწარმოებლებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავდა.
 
„გვესმის, რომ ფერმერებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება, რომელიც დაფარავს მათ დანახარჯებს და უნდა მიიღონ მოგება იმ ოდენობით, რაც მათ მოტივაციას არ დაუკარგავს. ჩვენ შარშან გვქონდა დაახლოებით 70 თეთრი ყურძნის ფასი და ვფიქრობ, წელს 80 თეთრი ღირსეული ფასია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
319