BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს თემის გაღრმავება“ - „ჯორჯიან ეარვეისი“ თურნავას კრიტიკას პასუხობს

ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა. 
 
როგორც რომან ბოკერიამ აცხადებს, ადგილი აქვს გაუგებრობას და არ სურს თემის გაღმავება.
 
"ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გვაქვს მათგან ყველა დანიშნულ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ნებართვა. გაუგებრობას აქვს ადგილი და არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება.
 
ქალბატონი ნათია (თურნავა) ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს ავიაციას და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დარწმუნებული ვარ რომ მცირეოდენ გაუგებრობას და მისკომუნიკაციას აქვს ადგილი”, - განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა.
 
შეგახსენებთ: გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქართული ავიკომპანია „აირზენა“ ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად ყიდის.
 
351