BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

BAG ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში შეხვედრას დღეს გამართავს

როგორც www.businesstime.ge-ის "საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან" აცნობეს, დღეს, 17:00 საათზე, რესტორან „ფილინის“ ტერასაზე BAG-ის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორირინა მილორავასთან, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველ უჩა უჩანეიშვილთან და ესკოს გენერალურ დირექტორ ზაზა დვალიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
 
შეხვედრაზე განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტი, რომელიც ამჟამად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილება სემეკში, საუბარი შეეხება ელქტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპებს, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებსთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთა ნაწილსაც მომავალში მოუწევს პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.
131