BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„კოვიდფონდში მობილიზებული თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოხმარდება” - ივანე მაჭვარიანი

კოვიდფონდში მობილიზებული თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოხმარდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭვარიანმა განაცხადა,
 
როგორც მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდფონდში მობილიზებული თანხების გახარჯვა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი.
 
„რაც შეეხება კოვიდფონდში აკუმულირებულ თანხებს, ძალიან მკაფიოდ გაიწერა და ითქვა ბიუჯეტში, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას და ანაზღაურებას, ანუ მიზნობრიობა შენარჩუნებულია, უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
 
ცნობისთვის, ამ დროისთვის stopcovფონდში 133 633 742 ლარია ჩარიცხული
425