BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნიკოლ ფაშინიანი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს

ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს - სააგენტო ARMENPRESS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, დაავადება ასიმპტომურია და ფაშინიანი იზოლაციაში იმყოფება.
 
"ნიკოლ ფაშინიანი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს. დაავადება ასიმპტომურია. ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაში დარჩება და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს", - აღნიშნა პრესსპიკერმა.
 
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს კორონავირუსი დაუდასტურდა.
314