BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები 300 მილიონი ლარით შემცირდება - პრემიერი

მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, მათ შორის კაპიტალური პროექტების ნაწილში, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 
 
"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა. 
 
მისი ინფორმაციით, დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უახლოესი კვირის ან ათი დღეის ვადაში შევა.
226