BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ამერიკული კომპანია ჩოხატაურში, ბახვი1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს

ამერიკული კომპანია ჩოხატაურში, ბახვი1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი შესწავლის ეტაპიდან, დაწყების ეტაპზე გადავიდეს.
 
„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ბახვი 1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტი, 12 მეგავატი სიმძლავრის. პროექტი განხორციელბედა გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ქართული ენერგია, 20 ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი და პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით.
 
პროექტის განხორციელების ინიციატორია მსხვილი საინვესტიციო ფონდი „Cerberus Capital Management" და მისი აფილირებული კომპანია "Cerberus Frontier“, რომელიც საქართველოში ახორციელებს პროექტებს და ეს იქნება მისი მეხუთე პროექტი“, - განაცხადა თურნავამ.   პროექტის თანახმად, ბახვი ჰესის წლიური გამომუშავება 50 მგვტ/სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი - 16 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად პროექტი კვლევის ეტაპზეა.
1095