BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას“ - დევიდ მაკალისტერი

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
 
„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს", – განაცხადა მაკალისტერმა.
1241