BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.
 
„მისი თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,-განაცხადა გახარიამ.
 
ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.
 
ცნობისთვის, მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მას 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
480