BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“ დამსვენებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს

სასტუმროები „ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით,  მთაში დასვენების მსურველებს“ გამორჩეულ აქციას სთავაზობს.  ნებისმიერი მსურველი 15 და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. 
 
„ქვეყანაში კორონა ვირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ, რომ დამსვენებლებისთვის ჩვენი სასტუმროები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამიტომ თითოეული მსურველი, რომელიც სასტუმროში „ბაკურიანი ინნ“ 4 დღეზე ნაკლებ ჯავშანს გააკეთებს 15 %-იან ფასდაკლებას მიიღებს, 4 დღეზე მეტის შემთხვევაში კი 20% ფასდაკლებით ისარგებლებს, რაც შეეხება „გუდაური ინნს“ ნებიემიერი დამსვენებელი 2 კვირის განმავლობაში 30 და 35%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ“, - ამის შესახებ "Business Time"-ს „ინნ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა. 
 
შეგახენებთ, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად 15 თებერვალს გაიხსნა, ის პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა ბაკურიანში, რომელიც 155 განსხვავებული ტიპის ნომრებისგან შედგება,  „გუდაური ინნ“ კი გუდაურის ცენტრში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც დამსვენებელს უკვე 3 წელია ემსახურება. 
 
2671