BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პრემიერი: ყველა აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად განხორციელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ ეფექტიანად საბრძოლველად ყველა ის მექანიზი ამუშავდება, რაც საჭიროა.
 
როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვირუსის კონტროლთან დაკავშირებით მუდმივი მსჯელობა მიმდინარეობს.
 
“ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინაააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები და სხვა რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი”,- განაცხადა გახარიამ.
 
ჟურნალისტებმა პრემიერს ხელისუფლებასა და იპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც გახარიამ უპასუხა: “გაზაფხულს დაელოდეთ”.
643