BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ელ-ერიანი: კორონა ვირუსი უფრო და უფრო მეტ ქვეყნებში შექმნის ეკონომიკურ პრობლემებს

კორონა ვირუსი უფრო და უფრო მეტ ქვეყნებში შექმნის ეკონომიკურ პრობლემებს, - ამის შესახებ ცნობილმა ეკონომისტმა, მოჰამედ ელ-ერიანმა გერმანულ გამოცემა SPIEGEL-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
„ეს ასევე "უარყოფითი შოკია" უკვე დაავადებული გერმანიის ეკონომიკისთვის. კორონა ვირუსი ჩინეთის ეკონომიკის პარალიზებას ახდენს,  მაგრამ ევროპასა და შეერთებულ შტატებში საფონდო ბირჟები ამყარებენ ახალ რეკორდებს. ვთვლი, რომ ამასთან დაკავშირებით  ოპტიმიზმი   გადაჭარბებულია, კორონავირუსი გარე შოკია სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ასეთი სიტუაციებში ცენტრალული  ბანკები  ცდილობენ საფონდო ბირჟაზე პოზიციები არ დაკარგონ“, - განაცხადა ეკონომისტმა .
 
მისივე თქმით, ასევე გადაჭარბებულია ეკონომისტების მოლოდინი, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდება. რადგან გაურკვეველია თუ რა ვითარებაა ზოგადად ვირუსის გარშემო.
 
„ჩვენ ვხედავთ მოულოდნელად შეჩერებულ ეკონომიკას. ჩვენ ვიღვიძებთ ყოველდღე და ვისმენთ ინფორმაციებს ეკონომიკური მოვლენების შესახებ ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ. ჯერ ეფექტები იყო იქ, სადაც ვირუსი გავრცელდა, შემდეგ ჩინეთის სხვა ნაწილებიც დაზარალდნენ, მერე იაპონიამაც იგრძნო, რომ ტურისტები აღარ ჩადიან ჩინეთიდან. შემდეგ Buberry იუწყება, რომ ჩინეთში გაყიდვები შემცირდა 75%-ით.  Fiat Chrysler ჯგუფი ამბობს, რომ მალე ევროპაში ქარხნების დახურვა მოუწევს, თუ არ ექნება საჭირო პროდუქტები ჩინეთიდან. შემდეგ Apple გვაფრთხილებს შეფერხების შესახებ, როგორც პროდუქტზე მოთხოვნის თვალსაზრისით, ასევე მიწოდების მხრივაც. ეს არის ფაქტი და ეს გრძელდება უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში“, - განმარტა მოჰამედ ელ-ერიანმა.
 
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
492