BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კრის სოჩა: სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს

თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა ეწვია. ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.
 
"ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე. ბატონმა სოჩამ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას", - წერია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
507