BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარში ექსპორტი 10%-ით, იმპორტი კი 5.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. 
 
"დოკუმენტის მიხედვით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $882.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $262.6 მილიონი დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $619.7 მილიონი დოლარი (3.9 პროცენტით მეტი).
 
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 
 
საქსტატის მონაცემები მხოლოდ წინასწარ მაჩვენებლებს მოიცავს, შესაბამისად ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა ექსპორტის მოცულობის 10%-იანი ზრდა. 
 
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები  მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.
508