BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ცვლილებები ძალაში შევიდა

2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის განახლებულ ფორმატს გულისხმობს. გადასახადის გადამხდელებმა 2020 წლის იანვრის დეკლარაცია 15 თებერვლამდე ამ განახლებული წესის მიხედვით უნდა შეავსონ.
 
დეკლარაციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დანართი „ა“-ს შეეხო:
 
კერძოდ კი, გაუქმდა ყოველთვიურად წარსადგენი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ. ამის სანაცვლოდ იგივე ინფორმაციის წარდგენა მოხდება დანართი „ა“-ს განახლებული ფორმატში.
 
ასევე, დანართ „ა“ -ში მოცემული შემოსავლის მიმღებ პირთა კატეგორიის ჩამონათვალი გაიზარდა და ცალკე გამოიყო რიგი კატეგორიის განაცემები, რომელთა მითითებაც ადრე ხდებოდა სხვა განაცემებთან ერთად.
ეს კატეგორიებია:
 
• ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი;
• იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი;
• საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;
• მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;
 
ამასთან, გაუქმდა დეკლარაციის „ბ“ და „გ“ დანართები, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის 1 იანვრამდე გაცემული თანხების დაბეგვრას საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მიხედვით. სანაცვლოდ, ამ ინფორმაციის ასახვა მოხდება დეკლარაციის მთავარ გვერდზე 561-565 უჯრების გამოყენებით.
 
კომპანია BDO-ს საბუღალტრო პროგრამა „ბალანსში“ უკვე ასახულია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები. ხელფასების, ბონუსების, პრემიების თუ სხვა სარგებლებისა და განაცემების დარიცხვით ეს ინფორმაცია უკვე გენერირდება ამ დანართში, საჭიროა მხოლოდ ექსელის დოკუმენტში ექსპორტი და შემდეგ RS.ge-ზე ატვირთვა.
პროგრამა ბალანსში ავტომატიზებულია სრულად ხელფასების მართვა, საპენსიო ანარიცხების ჩათვლით. პროგრამაში ყველა თანამშრომელს აქვს მისი ბარათი, სადაც მითითებულია რამდენი აქვს ხელფასი, პრემია, საშემოსავლო შეღავათი, დაზღვევა, ჩართულია თუ არა საპენსიო სქემაში და ა.შ. ბუღალტერი უბრალოდ დარიცხვის დოკუმენტს ამზადებს - ერთი ღილაკის დაჭერით.
 
პროგრამა ბალანსი არის 1C პლატფორმაზე შექმნილი ინოვაციური მინი ERP სისტემა. რომელიც აერთიანებს მენეჯერულ მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას ქლაუდზე, რასაც ხშირ შემთხვევაში სხვა ბუღალტრული პროგრამები ვერ ფარავენ
268