BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში, 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტია პრივატიზებული

შეუფერხებლად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მიმდინარე წელს დამატებით 4 233 000 ლარის ღირებულების 10 ობიექტი გასხვისდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 
 
მინისტრის თქმით პროექტი ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და დღემდე პრივატიზებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
220