BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგა

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება. 
 
შესაბამისად, ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:
 
• ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს. 
 
• ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც. 
 
• ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ. 
 
• აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი  თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება.
 
• კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება.  
 
• ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე - კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე. 
 
• ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება. 
 
• ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს.  
 
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59, N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.
 
307