BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კლინიკები, რომლებსაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვას გამოეთიშებიან

“ანალიტიკისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშონ, თუმცა ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება.
 
როგორც BM.GE -ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, ეს ცვლილება ცალსახად არ ნიშნავს, იმას , რომ თუ კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაეთიშება და ის ფუნქციონირებას შეწყეტს. გაბუნია ირწმუნება, რომ სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტარტეგიული მნიშვნელობა ექნება იმას,რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს.
 
“საიდან მოვიდა 13 ათასი? ჩვენ პირველად ჯანდაცვაში გვაქვს კაპიტაციური დაფინანსება და ერთ სულ მოსახლეზე გარკვეული თანხის ოდენობაა გასაზღვრული- მაგ: 1. 93 თეთრი.
 
ამ თანხის ოდენობის დათვლა, შემდეგი დაშვებით მოხდა: დაწესებულებაში მუშაობს 5 ოჯახის ექიმი , 5 ექთანი- ანუ ჯამში 5 გუნდი. ხოლო იმისთვის, რომ ფინანსური თვალსაზრისით მას გამართლება ჰქონდეს, ისინი უნდა ემსახურებოდნენ სულ მცირე 2500 მოსახლეს. მცირე უბნებში კი ასე არ ხდება.
რომ შევხედოთ გადანაწილებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასეთია.
 
მაგ: თბილისში სულ 115 მიმწოდებელია და ამ 115 მიმწოდებლიდან 54 დაწესებულებას 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს. ეს არის მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტრები. ამ 54 სამედიცინო დაწესებულებაში კი ძალიან ბევრია ისეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000 ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მცირე უბანთან და არაფრით არაა გამართლებული. ანუ ის კაპიტაციური რესურსი , რომელიც დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მიზნებისთვის (მაგ: არაპირდაპირი ხარჯი, გამოკლევები, პრევენციული სერვისი) ეს ხარჯი საკმარისი არაა. რენტაბელობის ზღურბლი ამ გათვლებისთვის უნდა იყოს 13 ათასი მოსახლე.
 
ასევე, ბათუმში გვყავს 9 მიმწოდებელი, აქედან სამს ჰყავს 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი. მცირე დაწესებულებებში დარეგისტრირებული მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვისთვის შესაფერის სერვისს ვერ იღებს, თავისი არსით ეს დაწესებულებები პირველადი ჯანდაცვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
 
ქუთაისში კი სულ 13 დაწესებულებაა, საიდანაც სამი ემსახურება 8 დან-10 ათასამდე ადამიანს, ხოლო ხუთი მათგანი -13 ათასზე მეტს. 4 კი ისეთია, რომელსაც 5 ათასზე ნაკლები ჰყავს. ქუთაისში, რომ გადავხედოთ 4 დაწესებულებაში სულ ჯამურად დარეგისტრირებულია, 5409 ადამიანი- ეს კი ნიშნავს იმას, რომ თითოეულში 1000-1200 ადამიანიაა- ანუ აქ ერთი ოჯახის ექიმისა და ექთნის დატვირთვაც კი არაა ადეკვატური. ადეკვატურში რათქმაუნდა რენტაბელობის ვგულისხმობ. ერთ ოჯახის ექიმსა და ექთანზე უნდა იყოს 2500 მოსახლე.
 
თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესტონეთში მაგ. 1800 ადამიანია -რაც უკეთესია. ადრე თუ გვიან, ჩვენც იქამდე მივალთ, რომ ბერვად უფრო ნაკლები ადამიანი იქნება დარეგისტირებული ერთ ოჯახის ექიმთან, მაგრამ ეს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფასაც მოითხოვს“,- აცხადებს გაბუნია.
 
მისივე თქმით, თემაზე მჯელობა სამინისტროში უკვე დიდი ხანია დაიწყო და პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზეც მოხდა საკითხის განიხილა, სადაც საბჭოს წევრებმა გონივრული ზღვარის 20 ათასამდე გაზრდის ინიციატივაც დააყენეს, თუმცა, საბოლოოდ ეს ზღვარი 13 ათასით განისაზღვრა.
 
ამასთან, გაბუნია BM.GE -თან საუბარში იმისაც აანონსებს, რომ მოხდება კაპიტაციის გადასინჯვა და უახლოეს მომავალში საქართველოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩამოვა და სწორედ მათთან ერთად მოხდება კაპიტაციის მოცულობის გადახედვა.
 
“ჩვენ კაპიტაციის გათანაბრებული ტარიფი გვაქვს და ესეც გადასინჯივის თემაა, ამაზე მუშაობა 2020 -დან დაიწყება”-აცხადებს გაბუნია.
 
რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, გაბუნია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი უკვე მზადაა და ახლა მხოლოდ ლოკაციები ზუსტდება.
347