BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართება

6 დეკემბერს, თბილისში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდება.
 
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, ფოთის პორტის, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი პირები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს, ექსპერტებსა და პორტების ხელმძღვანელებს.
 
კონფერენციის მიზანია არსებული კონკურენციის პირობებში, საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური გამოწვევების ფონზე (იგულისხმება საქართველო-რუსეთის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობები), შავ ზღვას უდიდესი როლი ენიჭება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში .
 
კონფერენცია სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ 11:00 საათზე დაიწყებ
999