BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დვალმა და აქიმიძემ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებისთვის სასამართლოს მიმართეს

დღეს დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანეს. "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების იურისტი კახა კოჟორიძე იქნება.

 
კოჟორიძის განცხადებით, დვალი და აქიმიძე "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. საქმეში მთავარი მოპასუხე "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული პროცესი მოექცევა ყურადღების ცენტრში, ამიტომ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ტრანსფარენტული, ღია და საჯარო. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონიტორინგი გაუწიონ მთელ ამ პროცესს. "რუსთავი 2"-ის დღევანდელი რეალობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს, სწორედ ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
195