BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

შენ დონემდე არ დავალ - მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არც პოლიტიკოსის განცხადებას არ შეესაბამება.
„კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ,"-აღნიშნა ხაზარაძემ.
 
შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს.
 
„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, "-განაცხადა კალაძემ.
 
ამასთან, კალაძემ "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. "სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია", - განაცხადა კალაძემ.
272