BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მამუკა მუმლაძე: „ერთი დღე დაგვჭირდება, რომ „შმაქსი“ გაქრეს თბილისიდან“

„ჩვენ არ დაუშვებთ რეფორმის ხელის შეშლას. „შმაქსი“ რასაც აკეთებს - ეს სწორედ, რომ ხელის შეშლაა“, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო მაესტროს გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ „შმაქზე’ დასმულ კითვაზე პასუხისას განაცხადა.
 
„ის მომსახურება, რომელსაც სთავაზობს „შმაქსი“ არ არის კანონიერი და ის ანგრევს რეფორმას.  ჩათვალეთ, რომ ტაქსი „შამქსი“ იყო მოქნევა, რომ აეყოლიათ ადამიანების ჯგუფი, მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ, ვინაიდან გონიერი ადამიანები მუშაობენ ამ სფეროში. ვინც აყვება, ესენი იქნებიან მათი ოფისის წევრები. აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჩვენ დავაჯარიმეთ რამდენიმე და ამით ვუთხარით, რომ მოსულიყვნენ გონზე“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ. 
 
მისივე თქმით, თუ დასჭირდებათ, „შმაქსს“ ერთ დღეში გააქრობენ თბილისიდან.
 
„ჩვენ ერთი დღე დაგვჭირდება, მეტი არა იმისათვის, რომ „შმაქსი“ გაქრეს თბილისიდან. ჩვენ ამაზე წავალთ, მომზადებული და შეიარაღებული ვართ. გავაკეთებთ იმას, რაც საერთო დავალებაა მოსახლეობის მხრიდან, რომ რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში მამუკა მუმლაძემ. 
 
605