BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

შემოსავლების სამსახურმა 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგზე“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
155