BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება.
 
„არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.
 
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში.
 
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ის არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ენერგეტიკაში ჩვენ ავირჩიეთ რეფორმის გზა - ევროპული ტიპის ენერგეტიკული სექტორის შექმნა, რომელსაც არ გადავუხვევთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 
165