BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. 98 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები, რომლითაც საქართველოს უკვე ახალი მთავრობა ჰყავს გიორგი გახარიას მეთაურობით. 

ახალი მინისტრთა კაბინეტი ასე გამოიყურება: 

პრემიერმინისტრი - გიორგი გახარია 
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი 
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი 
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა 
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი 
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი - ლევან დავითაშვილი 
განათლების, სპორტის, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი- მიხეილ ბატიაშვილი 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე 
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი 
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი
148