BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სებ-ის პრეზიდენტი: საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორი არათუ დააზიანა, პირიქით, გააჯანსაღა

პასუხისმგებლიანმა დაკრედიტების წესმა სამშენებლო სექტორი არათუ დააზიანა, პირიქით, გააჯანსაღა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო რეგულაციების შეფასებისას განაცხადა, რომელიც იანვრიდან ამოქმედდა. 

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წესმა, რომელმაც გაართულა სესხის აღება, მკვეთრად შეამცირა გაყიდვები, კობა გვენეტაძე კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 

“სამშენებლო სექტორი, ბოლო ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კონტრიბუტორი იყო, რაც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი გააჯანსაღა.ზრდა არის საკმაოდ კარგი და მისი კონტრიბუციაც ეკონომიკურ ზრდაში გრძელდება”,- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, ხშირად არის ხოლმე კომენტარისაუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს წესი სამშენებლო სექტორზე, რაც გვენეტაძის შეფასებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. 

“თუ შევხედავთ საცალო პროდუქტებს, წლიური ზრდა იყო საკმაოდ კარგი, პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავაბელი იყო იპოთეკური სესხები. წლიური ზრდა იყო 24,4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ლარშია საკმაოდ კარგი ზრდა, რაც ასევე მოწყვალობას ამცირებს”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

167