BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის გამგეობამ ოქროყანაში თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში,  საგზაო სამუშაოები 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

ამორტიზებული გზის სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად მოხსნილია ძველი საფარი, სადაც ასფალტის ორფენიანი, ახალი საფარი დაიგება.

გზის კაპიტალური შეკეთების პარალელურად, აღნიშნულ ქუჩაზე 1300 გრძივი მეტრი სანიაღვრე და 350 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი ეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

თბილისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილი. გზის კეთილმოწყობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

249