BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2019 წლის II კვარტალში რძის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი - შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში წარმოებულია 193 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8%-ით აღემატება.

სტატისტიკის თანახმად, ხორცის წარმოებამ 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4%-ით ნაკლებია.

319