BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია EIFFAGE გახდა

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია EIFFAGE გახდა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც Eiffage-თან მიღწეულ შეთანხმებას ასახავს. 

 
"მათთან დავასრულეთ ხელშეკრულებაზე და კომერციულ ტექნიკურ პირობებზე მოლაპარკება. ეს არის დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი. ერთი წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. ბოლო სამი თვეა, მიდის ინტენსიური მოლაპარაკება კონტარქტორის შესარჩევად და პირობების შესათანხმებლად. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 5000 გვერდს, ამაზე მუშაობდა ათეულობით ადამიანი. დღეს ვაბარებთ ამ შეთანხებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვაბარებთ ბანკებს, რათა მათ განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება. 

ეს არის გენერალური კონტრაქტი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პროექტი ტექნიკურად მზად არის იმისთვის, რომ როგორც კი მოხდება მოლაპარაკების დასრულება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ჩვენ შევძლებთ მშენებლობის დაწყებას. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 200 მლნ დოლარს აღემატება", - აცხადებს ახვლედიანი. 


577