BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლარმა გამყარება დაიწყო, BLOOMBERG-ზე ერთი დოლარი 2.8975 ლარი ღირს

2 აგვისტოს ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. ამჟამად Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.975 ლარი ღირს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.93-თან შედარებით, 3 თეთრით ნაკლებია. 

გუშინ, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა. ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9296 ლარი ღირს. ლარი გუშინ ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.2328 ლარი ღირს, რაც წინა კურსთან შედარებით 8 თეთრით ნაკლებია.

სებ-მა გუშინ სავალუტო ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა $32.8 მილიონი დოლარი შეისყიდა. ტრანზაქცია 2.9283-ის კურსში შედგა.

ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი 2.89-2.92-ის ფარგლებში ივაჭრება. 

571