BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ბანკი ქართუ” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სს "ბანკი ქართუ" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ბანკი მომხმარებელს ფინანსური თაღლითობის შესახებ აფრთხილებს. "ქართუ" აცხადებს, რომ ინტერნეტში შეიქმნა ყალბი ვებგვერდები და ყალბი facebook გვერდები, რომლებიც მაღალი ალბათობით თაღლითობის ნიშნებს შეიცავენ. 

რისი მიზეზიც ინტერნეტში ბანკის სახელით ყალბი facebook გვერდისა და ინტერნეტ გვერდების შექმნაა.

"სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს. 

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. 

"ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს. 

მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული",- ნათქვამია განცხადება

320