BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩარტერული რეისების სუბსიდირებას „საქართველოს ბანკიც“ განიხილავს

„თიბისი ჯგუფის“ შემდეგ ჩარტერული რეისების სუბსიდირებას „საქართველოს ბანკიც“ განიხილავს" - ამის შესახებ ავიაკომპანია „Myway Airlines”-ის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განაცხადა. 

„Myway Airlines” მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე „თიბისი ჯგუფთან“. როგორც ცნობილია „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაანონსა, რომ უკრაინიდან 10 ჩარტერული რეისის სუბსიდირებას მოახდენენ. 

„თიბისის გარდა „საქართველოს ბანკთანაც“ გვაქვს მოლაპარაკებები. ისინიც ფიქრობენ ჩარტერული რეისების დაფინანსებაზე. ბანკი თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა ამის შესახებ. 10 ჩარტერის სუბსიდირება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ 1-2 ჩარტერი თუ გამოვა, ესეც მნიშვნელოვნად წაადგება ტურიზმის ინდუსტრიას“, -აცხადებს Myway Airlines”-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური. 

დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, bm.ge „საქართველოს ბანკსაც“ დაუკავშირდება.

bm.ge

621