BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„კომერსანტი“: რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ისევ განახლდეს

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა ისევ განახლდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

რუსული გაზეთი წერს, რომ მოსკოვი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით ჟურნალისტის უცენზურო გამონათქვამებზე ოფიციალური თბილისის რეაქციამ დააკმაყოფილა.
მისივე ცნობით, თუ რუსოფობია საქართველოში შეწყდება, ხელისუფლება კი თანმიმდევრული იქნება, არ არის გამორიცხული ავიამიმოსვლის ისევ განახლდეს.

„კომერსანტის“ წყარო აცხადებს, რომ სიტუაციის ნორმალიზების შემთხვევაში შესაძლოა უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხმაც კვლავ წინა პლანზე წამოიწიოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის დუმის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველების პატივისცემის გამო, სანქციებს არ დააწესებდა.

 

bm,ge

823