BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მარიამ ქვრივიშვილი: „კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს 1 მლნ ტურისტის საკითხი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მლრდ ლარი“

„6 თვის მონაცემით, საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უკვე შემოვიდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს მილიონი ტურისტის საკითხი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მლრდ ლარი“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების კომენტირებისას.

ამასთან ის ამბობს, რომ განცხადებები, რომ შესაძლოა, ტურიზმის სექტორს მცირედი ზიანი მიადგეს, არასერიოზულია.

„ადამიანები, რომლებიც გამოდიან, ფსევდოექსპერტიზმს ვეძახით ამას და საუბრობენ, რომ შესაძლებელია, მცირედი ზიანი მიადგეს ტურიზმის სექტორს, ბუნებრივია, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა. სამწუხარო რეალობაა, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე.

2019 წლის ბოლოს გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 მილიონ 700 ათასამდე რუსი ტურისტი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უწყებას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან.

„ვიყავით აჭარის რეგიონში, ქუთაისში, კახეთში. საქმე გვაქვს დიდი რაოდენობით ჯავშნების გაუქმებასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, მინიმუმამდე შემცირდეს ზიანი, რომელიც შეიძლება, ჩვენს ეკონომიკას მიადგეს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

1104