BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული ემბარგო დღეიდან ამოქმედდა

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლაზე დაწესებული ემბარგო დღეიდან ამოქმედდა.

აღნიშნული ბრძანება რუსეთი პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომლის მიხედით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის ევგენი დიტრიხის განცხადებით, წინასწარი შეფასებით რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მლრდ რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან. ამ თანხაში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგების მაჩვენებელიც.

ამასთან, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

560