BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი კოვზანაძე ლარის კურსზე: „დღეს მუშაობს ის ეფექტი, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებამ და შეწყვეტამ გამოიწვია“

„დღევანდელ დღეს მუშაობს ის ეფექტი, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებამ და შეწყვეტამ გამოიწვია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

 მისი შეფასებით, არცერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ იყო.

„მოგეხსენებათ, არსებობს გარკვეული მოლოდინები, გადმოცემის მექანიზმები და დღევანდელ დღეს მუშაობს ის ეფექტი, რაც ტურისტული ნაკადის შემცირებამ და შეწყვეტამ გამოიწვია. გამომდინარე აქედან, ლარი ამ მოვლენას ასახავდა და ლარის დევალვაციაც მოხდა. როდესაც ეს აჟიოტაჟი შედარებით დაწყნარდება, ასევე ლარის კურსზე შესაბამისი გავლენა მცირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკა გაცვლით კურსთან დაკავშირებით არის, ჩვენ როდესაც მსგავსი შოკები გვაქვს და ეს არის ეგზოგენური მოვლენა, ასეთ დროს გაცვლითი კურსი არის ის სპეციალური და კარგი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავიცვათ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები“, - განმარტა კოვზანაძემ.

139