BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 33.5 ლარით გაიზარდა და 1092 ლარი შეადგინა

2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8%);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2%);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1751.8 (წლიური ზრდა 3.9%).

796