BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დიდ დიღომში მინისა და მინის ნაწარმის ქარხანა გაიხსნა

თბილისში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, რისთვისაც 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს “ნეოგლასს“ დიდ დიღომში მდებარე 1006 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 1 ლარად, საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში გადაეცა.

სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს ძირითადი მიმართულება არქიტექტურული მინის, მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების წარმოებაა. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვლილი. 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტი გაძლევს შესაძლებლობას მიიღო უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად“

657