BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგში, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი. 

495