BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

IDFI: “ავტომობილის მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში 16 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს”

“ავტომობილის მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში 16 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს”, - 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების შედეგების კვლევას ინფორმაციის თაბივისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, საიდანაც 114 840 დახარვეზდა, ხოლო 117 640 წარმატებით გაიარა შემოწმება.

დახარვეზებული მანქანებიდან 80 999 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან განმეორებით ტექინსპექტირებაზე გასვლის შემდეგ 4 330 დახარვეზდა, ხოლო 76 669-მ გაიარა.

განმეორებით ინსპექტირებაზე დახარვეზებული ავტომობილებიდან მეორედ განმეორებით ტექდათვალიერება 4 032-მა გაიარა, საიდანაც 2 150 დახარვეზდა, ხოლო 1 182 წარმატებით გაიარა შემოწმება.

IDFI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ რაც უფრო ახალია მანქანა დახარვეზების მაჩვენებელი უფრო დაბალია. მაგალითად 2001-2005 წლიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების დახარვეზები მაჩვენებელი 40%-ია, 2006-2010 წწ. – 33%; 2011 – 2015 წწ. – 28%; 2016 - 2019 წწ. – 20%.

405