BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

IDFI: „2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია“

„2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ გავლილი მანძილი დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია“, - ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზი.

IDFI-მ 2018 წლის მიწურულს და 2019 წლის აპრილში ყველა (9) გუბერნატორის ადმინისტრაციას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების და 2017-2018 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური საჯარო ინფორმაცია მოითხოვა.

კვლევის თანახმად ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია TOYOTA LANDCRUISER-ის მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისათვის უსასყიდლოდ არის გადაცემული.  

„2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილებიØ საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს.  

2017-2018 წლებში 7 გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;  

თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილიØ მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას”, - აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში.

569