BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან 0.0077 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით კი 2.7870 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება 3.1081 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1078 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

აღსანიშანივია, რომ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან ამოქმედდება.

253