BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქუთაისში, გერმანული კომპანიის „Ae Solar”-ის მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში მაღალი ეფექტურობის ფოტოვოლტური მზის ენერგიის მოდულების წარმოების მსოფლიო ლიდერი კომპანიის „Ae Solar“-ის,  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც კომპანიის სოციალური მედიის მენეჯერმა ვახტანგ გოთუამ “Business Time”-ს უთხრა, ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 9 მლნ დოლარს შეადგენს.

„ქართულ ბაზარზე დიდად მოთხოვნა არ არის, თუმცა დიდ ქარხნებს შეუძლიათ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის მოხმარება. რაც შეეხება იმას, რომელ ქვეყნებში გაიყიდება ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია - ის მთელ მსოფლიოში გავა. კომპანიას მჭიდრო კავშირები და  კარგი გაყიდვები აქვს მექსიკაში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ინდოეთში, შრი-ლანკაზე და ასევე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ვახტანგ გოთუამ.

„აე სოლარის“ ინფორმაციით, 16 000 კვადრატული მეტრი ფართის მქონე საწარმოში მოწყობილია სრულიად ავტომატური რობოტიზირებული კონვეირები,რომლებიც უზრუნველყოფენ 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას. ღონისძიება ყურადღებას ამახვილებს კომპანიის უახლეს ნაბიჯზე, რომელიც მიმართულია მისი საწარმოო ქსელის სტრატეგიულ წერტილებში გაფართოებისაკენ, რაც თავის მხრივ ევროპაში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, თურქეთში, ინდოეთში და  ევრო 1-ის სერტიფიცირების პრიორიტეტების მქონე ყველა სხვა ქვეყანაში უბაჟო ვაჭრობის ან პრიორიტეტული რეჟიმით საქონლის მიწოდების საშუალებას იძლევა. 

მაღალი სიზუსტის საწარმოო ხაზებთან კომბინირებული მასალების შერჩევის მკაცრი პროცესი შესაძლებლობას აძლევს შპს აე სოლარს განაგრძოს მაღალი ხარისხის პროდუქციის შემოთავაზება კონკურენტუნარიან ფასებში და შთამბეჭდავი სასაქონლო გარანტიებით. წარმოების პროცესზე ზედამხედველობა ხორციელდება გერმანელი ექსპერტ ინჟინრებისა და ტექნიკოსების მიერ, როგორც კომპანიის გერმანიაში ბაზირებული სათაო ოფისიდან, ასევე საქართველოში 2017 წელს დაარსებული ფილიალიდან. 

დოქტორი ალექსანდერ მაიერი, შპს აე სოლარის პრეზიდენტი, აცხადებს „საქართველოში ჩვენი წარმოების გაშვება წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო მოვლენას. ჩვენ მოვახერხეთ მზის ენერგიის წარმოების სფეროში არსებულ რყევებთან გამკლავება და ამავე დროს შევინარჩუნეთ სწრაფი და სტაბილური ზრდის ტემპი. ჩვენმა ამჟამინდელმა საერთო სიმძლავრემ გადააჭარბა 1 გიგავატს - რაც 4-ჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც 18 თვის წინ გვქონდა. ჩვენი მიზანია საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების მქონე, მზის ენერგიის მოდულების უდიდეს ევროპულ მწარმოებლად ჩამოყალიბება“.

ინტერსოლარის 2019 წლის დაჯილდოების ფინალისტი, პვ ჟურნალის 2018 წლის უმაღლესი ინოვაციის ჯილდოს მფლობელი, მდგრადი ბირთვული ენერგიის ცენტრის 2017 წლის მთავარი აღმოჩენა, შპს აე სოლარი განუწყვეტლივ აპროექტებს ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს, როგორებიცაა  აე ჭკვიანი, დაჩრდილვა მედეგი, აქტიური კვანძებისაგან თავისუფალი მოდულები, რომლებიც მოწმდება ფრაუნჰოფერის სილიკონის ფოტოვოლტური ცენტრის მიერ და რომელთა წარმადობა 30%-მდე მეტით აღემატება სტანდარტული მოდულების გამოსავალს რეალურ პირობებში.

ცნობისთვის, "აე სოლარის" დოქტორმა ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა შპს აე სოლარი 2003 წელს დააფუძნეს კიონიგსბრუნში, გერმანია. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია შპს აე სოლარი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტექნოლოგიური ინოვაციებითა და ბრენდირების ეფექტური სტრატეგიით მართული შპს აე სოლარი განუწყვეტლივ აფართოებს საწარმოო ჯაჭვის პროდუქტების წარმოებისათვის აუცილებელ რესურსებს და წარმატებით ახორციელებს მზა პროდუქციის წარმოების პროექტებს.

766