BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი ქობულია: „მშენებლობაში რაღაც წესრიგი უკვე მყარდება“

„უნდა ვთქვა, რომ მშენებლობაში რაღაც წესრიგი უკვე მყარდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი შებობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია, რაც საშუალებას იძლება უახლოეს მომავალში ევროპული სტანდარტის შენობები აშენდეს.

„მშენებლობის საკითხი ეკონომიკის სამინისტროს ეხება და რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პრაქტიკულად შექმნილია ევროკოდები და ევროსტანდარტები მშენებლობაში და გვაქვს ძალიან კარგად გააზრებული და შემუშავებული, უკვე პარლამენტში წარმოდგენილი კანონი შენობების ენერგოეფეტურობის შესახებ. ამიტომ უნდა ვთქვა, რომ მშენებლობაში რაღაც წესრიგი უკვე მყარდება, იმასთან დაკავშირებით  რომ გვექნება ევროსტანდარტები, დღესდღეობით ჩვენ ვაშენებთ სტანდარტების გარეშე ფაქტიურად. და როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული გვექნება მაღალი სტანდარტების ენერგოეფექტური შენობა-ნაგებობები უახლოეს მომავალში“, - განმარტა ქობულიამ.

639